27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა.
აღნიშულ თარიღს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
„აფხაზური ენის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ იმ საკითხთაგანს, რომელზეც შეგვიძლია ერთობლივად ვიზრუნოთ, ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რამეთუ ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი“,_ აცხადებს ზურაბიშვილი.