წარმატებული გამოდგა ლანჩხუთელ ფეხბურთელ გოგონათა დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც გურულებმა სტუმრად ყაზახეთის “ოკჟეტპესს” სძლიეს ხატია ჭყონიას დუბლით. პირველივე ტაიმის მეხუთე წუთზე შესძლეს მასპინძლებმა სტუმართა კარის აღება, თუმცა, გიორგი ჩხაიძის შეგირდების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თამაშის ძირითად დროში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, დამატებით დროში კი ყაზახთა კარში გამარჯვების გოლიც გაიტანეს.
ასე რომ, გოგონათა საფეხბურთო კლუბმა “ლანჩხუთმა” წარმატებით გადალახა ჩემპიონტთა ლიგის პირველი ეტაპი. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება გურულთა მეტოქე შემდეგ ეტსპზე და როდის.