“სააკაშვილ-კუპრავა-ზოდელავას სცენარით მიდიან“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ცესკოსთან მიმდინარე მოვლენებს.
ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეები რევოლუციურ სცენარზე თავიანთი პოლიტიკოსებად წოდებული ბოევიკების მეშვეობით მიდიან.
„სააკაშვილ-კუპრავა-ზოდელავას სცენარით მიდიან _ 1000 „ბოევიკით“ ჰაერში ავწევ ცესკოსო, საუბარი გამოქვეყნებულია საჯარო სივრცეში. ყველა კითხვა მოხსნილია, ახლა ისმის სხვა კითხვა – ღირს თუ არა ამ დესტრუქციულ ძალასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა“, _ აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.