ურეკში, ძლიერი შტორმის შედეგად, რომელიც კვლავ გამეორდა, სანაპიროზე გამოირიყა უამრავი სახის ნარჩენი და ბულვარი მთლიანად დაიფარა ქვიშით.
როგორც „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მომსახურების ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ქუტიძემ განაცხადა, მომსახურების ცენტრის, ურეკი-შეკვეთილის დასუფთავების ჯგუფის მიერ, ამ ეტაპზე გაწმენდილია სანაპირო და ნაწილობრივ ბულვარის ტერიტორია .
_ აღნიშნული სამუშაოები, დასუფთავების ჯგუფის მიერ, ამ წუთებშიც მიმდინარეობს, _ გვითხრა მან.