ფოთის ფეხბურთის მოყვარულთა გუნდი ,,ჭაბონამა“ სამგზის ჩემპიონი გახდა. თამაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოთის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე გაიმართა. საქართველოს მოყვარულთა თასის ფინალში ერთმანეთს შეხვდა “ჭაბონამა” (ფოთი)- “უქიმერიონი” (თბილისი). დაძაბული შეხვედრა ,,ჭაბონამას“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.
გუნდმა ისევ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. ,,ოთხი წელია რაც დავარსდით და მოყვარულთა ლიგაში ვღებულობთ მონაწილეობას. ამ პერიოდის განმოვლობაში უწყვეტად ოთხჯერ ფინალში მოვხვდით, აქედან სამი ფინალი მოვიგეთ. დღეს დაძაბულ მატჩში პენლებით მოვიგეთ. ვფიქრობ რომ თამაშიდან გამომდინარე ვიმსახურებდით მოგებას. პენლები ფორტუნა, გაგვიმართლა და ღირსეულად გავიმარჯვეთ.“- ამბობს ,,გურია ნიუს“-თან საუბარში ,,ჭაბონამა“-ს კაპიტანი, გიორგი ტყებუჩავა. ,,გურია ნიუსი“ ულოცავს ფოთის მოყვარულთა გუნდს ,,ჭაბონამა“-ს გამარჯვება.