ლათინური ამერიკის ქვეყნები დიდი ბრიტანეთთან ფრენებს აჩერებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი გავრცელდა.
არგენტინამ, ჩილემ, კოლუმბიამ და პერუმ განაცხადეს, რომ ისინი შეაჩერებენ ფრენებს ორივე მიმართულებით.
როგორც ცნობილია, ბრაზილიას, რომელიც რეგიონის უდიდეს ქვეყანაა, ჯერ შეზღუდვები არ დაუწესებია.