გუშინ, NBA-ს ერთ-ერთმა ლიდერმა „ინდიანა პეისერსმა“ ორ მოთამაშეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი გოგა ბითაძეა, რომელიც „პეისერსმა“ შარშანდელ დრაფტზე აირჩია, წელს კი გოგას კონტრაქტში ჩადებული პუნქტი გამოიყენა და ქართველ ცენტრს 2022-მდე გაუგრძელა ხელშეკრულება. მეორე კალათბურთელი კი 2018 წლის 23-ე პიკი აარონ ჰოლიდეია.
ამ კარგ სიახლესთან ერთად არის ცუდი ამბავიც _ ერთ-ერთ ვარჯიშზე გოგამ საკმაოდ სერიოზული დაზიანება მიიღო და პარკეტს რამდენიმე თვე ვერ დაუბრუნდება. მან კოჭის ორი მყესიდან, ერთ-ერთი გაიწყვიტა. ექიმები ბითაძეს ორი კვირის შემდეგ კვლავ შეამოწმებენ და იტყვია, თუ რამდენ ხანში შეძლებს ის თამაშს. სავარაუდოდ კი, გოგა თებერვალში უნდა დაბრუნდეს, მანამდე კი მას საკმაოდ ბევრი, დაახლოებით 20-25 თამაშის გაცდენა მოუწევს.
გუშინ აიღო სტარტი NBA-ს ახალმა სეზონმა, ინდიანა კი დღეს გამთენიისას, ჩვენი დროით 04:00 საათზე, გასვლაზე „ნიუიორკ ნიქსთან“გამართავს პირველ მატჩს.