საინფორმაციო სააგენტო “თაიმერის” ინფორმაციით, ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში აპირებს მოსვლას.
“ქართულ პოლიტიკაში მალე რამდენიმე ახალი ძალა გამოჩნდება. სადაც ძირითადად ძველი სახეები იქნებიან. “რაინდი” ლევან ვასაძე პოლიტიკაში ოფიციალურად არასდროს ყოფილა, მაგრამ ყოველთვის პოლიტიკის გარშემო ტრიალებდა. მოსვლითაც რამდენჯერმე სცადა მოსვლა, მაგრამ დაამუხრუჭა.
„თაიმერის“ ინფორმაციით, ის ახლო მომავალში გააკეთებს პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადებას. როგორც გვითხრეს, მასთან ერთად ახალ ძალაში ვიხილავთ პარლამენტის ყოფილ წევრსა და საქართველოში პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძეს.
ჩვენი ინფორმაციით, ვასაძემ ე.წ. პრორუსული ფლანგი უნდა აითვისოს. მას „ქართული ოცნება“ დაეხმარება იმაში, რომ პატრიოტთა ალიანსი და ბურჯანაძის პარტია ამ ველიდან განდევნოს. ამ საქმეში მას რუსებიც შეუწყობენ ხელს. ლევან ვასაძე კრემლის იდეოლოგის დუგინის ახლობელი და მისი იდეების დიდი მოტრფიალეა”, _ წერს სააგენტო.