21 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა ისტორიული გადაწყვეტილება საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმეზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევების პრაქტიკებზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის საკითხებს აფასებს.
ამ საერთაშორისო დოკუმენტის არსებობა მნიშვნელოვანი ერთი ნაბიჯია საქართველოს დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხანგრძლივ და მძიმე პროცესში.
დღეს, აუცილებელია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 2008 წლის საქართველო–რუსეთის ომში დაღუპული ქართველი სამხედროები. გთავაზობთ დაღუპულთა სიას, რომელიც, შესაძლოა, არ იყოს სრული და მადლობელი ვიქნებით, თუ ამ სიიდან გამორჩენილი გმირების ან მათი სამხედრო ჯილდოების შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდით:
ა
მერაბ ახობაძე (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი); მალხაზ აბაშიძე (მედალი მხედრული მამაცობისთვის); ზურაბ აბრამაშვილი ( ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი); გოგა აბრამიშვილი (ექიმი, დაიღუპა გორის ჰოსპიტალის დაბომბვისას); გიორგი ანწუხელიძე (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი); ომარ ასლანიძე (მედალი მხედრული მამაცობისთვის); ზაზა ახალკაცი ( მედალი მხედრული მამაცობისთვის); რეზო ახალკაცი (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი); რეზო ალავერდაშვილი.
ბ
ილია ბაბუციძე (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი); გიორგი ბადრიაშვილი (მედალი მხედრული მამაცობისთვის); ირაკლი ბაზაძე (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი); ზურაბ ბალაშვილი (მედალი მხედრული მამაცობისთვის); ალბერტ ბალხამიშვილი (მედალი მხედრული მამაცობისთვის); მარლენ ბარამია (მედალი მხედრული მამაცობისთვის); ბადრი ბასილაძე (მედალი მხედრული მამაცობისთვის); ზურაბ ბეგიაშვილი (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი); მამუკა ბეკურაშვილი (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი); იოსებ ბეჟუაშვილი (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი); გოგა ბერაია (მედალი მხედრული მამაცობისთვის); ბადრი ბერანძე (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი); გიორგი ბერიკაშვილი (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი); თეიმურაზ ბერიძე (მედალი მხედრული მამაცობისთვის); დავით ბლიაძე (ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი); ზაზა ბოჭოიძე (მედალი მხედრული მამაცობისთვის); ფრიდონ ბრეგაძე (მედალი მხედრული მამაცობისთვის); ზვიად ბარბაქაძე; თემურ ბოკუჩავა; ილია ბარდაველიძე; არტემ ბალახაშვილი; არჩილ ბერიანიძე; ზაზა ბირთველიშვილი.
გ
ილია გაბუნია; შალვა გაბუნია; ვასილ განჯელაშვილი; ანზორ გელდიაშვილი; ვახტანგ გზირიშვილი; ზაზა გლუნჩაძე; ვალერი გოგნაძე; გიგა გოგორიშვილი; სერგეი გოროზია; სამსონ გურჩიანი; მალხაზ გიგუაშვილი.
დ
ვლადიმერ დავითაშვილი (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი); გოჩა დანელია; ლევან დევდარიანი; ნოდარ დევნოზაშვილი; დავით დვალიშვილი; მიხეილ დვალიშვილი; ედნარ დიასამიძე; ზაზა დოთიაშვილი; ონისე დოიჯაშვილი; შალვა დოლიძე (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი); ზვიად დათუაშვილი; საბა დადვანი.
ე
დათო ელიზბარაშვილი; ივანე ელიკაშვილი; რამაზ ერაშვილი; ზურაბ ეფაძე.
ზ
ალექსანდრე ზაზაშვილი (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი; მედალი მხედრული მამაცობისთვის); რომან ზოიძე.
თ
კახაბერ თავგორაშვილი; ალექსანდრე თანდაშვილი; ვიტალი თაყაძე; ზაურ თენეიშვილი; ლევან თეფანია; მერაბ თუთისანი; ფრიდონ თურმანიძე; გელა თიგიშვილი.
ი
ელგუჯა ინაური; მიხეილ იოსავა; ლევან იოსებიძე; მურთაზ ირემაძე.
კ
ბესიკ კაპანაძე (ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი); ფელიქს კაკაურიძე; ზვიად კაცაძე; ივანე კვალიაშვილი; ზაქარია კვირიკაშვილი; ოთარ კიკალეიშვილი; გიორგი კირაკოზაშვილი; პაატა კოპალიანი; კახა კოშაძე; ლევან კოხრეიძე; შმაგი კუპატაძე; ჯიმშერ კურდღელაშვილი.
ლ
ლერი ლაგურაშვილი; ავედიკ ლომიძე.
მ
გოგიტა მაკრახიძე; ამირან მამალაძე; რეზო მამისაშვილი; გიორგი მამუკაშვილი; ლევან მანძულაშვილი; ფილიპე მგალობლიშვილი; გელა მებაღიშვილი; სერგო მელია; თამაზ მელიქიძე; ლევან მელქაძე; იოსებ მეხატურიშვილი; ლევან მიდელაშვილი; მზეჭაბუკ მიჩიტაშვილი; რაულ მჟავანაძე; გიორგი მურადაშვილი; ზაურ მახარაშვილი; ირაკლი მორბედაძე.
ნ
ზურაბ ნაჭყებია; გიორგი ნადარეიშვილი; გიორგი ნანუაშვილი; ალექსი ნატროშვილი; თამაზ ნიკიტინი; შმაგი ნოზაძე (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი).
ო
ალექსანდრე ონიანი (ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი).
რ
ამირან რაზმაძე; გელა რომელაშვილი; გიორგი რომელაშვილი.
ს
მამუკა სამაკაშვილი; კობა სერგია; უშანგი (შმაგი) სოფრომაძე; ოთარ სუხიტაშვილი; ვასილ სმირნოვი.
ტ
გიორგი ტატუაშვილი; ჯიმშერ ტოროშელიძე; შალვა ტრაპაიძე; ზურაბ ტურაშვილი.
უ
რომან უგრეხელიძე; ზურაბ ურიგაშვილი.
ფ
მამია ფანცულაია; ნიკოლოზ ფორჩხიძე; თემურ ფიჩხაია; ზაზა ფერაძე.
ქ
ტარიელ ქამაშაძე; ოთარ ქარელი; გოგიტა ქარჩავა; გიორგი ქათამაძე; ავთანდილ ქამაშიძე; პაატა ქარდავა.
ღ
სოსო ღვინიაშვილი.
ყ
ნიკა ყალაბეგიშვილი; ერეკლე ყულოშვილი.
შ
ამირან შაინიძე; ასლან შაინიძე; გიორგი შაინიძე; ვაჟა შაინიძე; ილია შეყლაშვილი.
ჩ
დევი ჩადუნელი.
ც
მიხეილ ცერცვაძე; ვალერი ციცქიშვილი.
წ
ემზარ წილოსანი; გიზო წულაია; რუსლან წულაძე; კობა წურწუმია; გიორგი წიქარიშვილი.
ჭ
გელა ჭედია; მერაბ ჭელიძე; თეიმურაზ ჭიტაძე; ოლეგ ჭონიშვილი; ლევან ჭოჭუა; თენგიზ ჭაღალიძე; გოგა ჭითანავა.
ხ
შმაგი ხაიკაშვილი; კობა ხარჩილავა; კახაბერ ხუბულური; შოთა ხურციძე; დათა ხურცილავა.
ჯ
გიორგი ჯავახიშვილი; დიმიტრი ჯაილოვი; ირაკლი ჯანელიძე; ვეფხია ჯიშკარიანი; გიორგი ჯოჯუა; დავით ჯიქია; გიორგი ღვინჯილია.