მთავრობის მიერ დაწესებული კოვიდშეზღუდვების სიმკაცრის მიხედვით, საქართველო მე-8 ადგილზეა _ სტატისტიკა კვლევითი ორგანიზაციის, Our World in Data-ს, მიერაა შედგენილი და ქვეყნებს შესაბამისი ინდექსი იმის მიხედვით აქვთ მინიჭებული, თუ რა ზომები მიიღო ამა თუ იმ სახელმწიფომ პანდემიის გამო.
კვლევის მიხედვით, საქართველოს 84.26 ქულა აქვს და სიმკაცრის მიხედვით, პოზიციას იყოფს ნიდერლანდებთან, კვიპროსთან და ვენესუელასთან. საქართველოზე მკაცრი შეზღუდვები კი დაწესებულია მხოლოდ აზერბაიჯანში, ზიმბაბვეში, ერიტრეაში, ირლანდიაში, გერმანიაში, ისრაელსა და ვენესუელაში.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1 მარტამდე არ აღდგება, ამ დრომდე იმოქმედებს კომენდანტის საათიც. მოქალაქეები რეგულაციების გასაპროტესტებლად დღეს აქციას გამართავენ.