პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. ამ გადაწყვეტილების შეფასება ჩოხატაურის საკრებულოს წევრს, ფრაქციის ,,გაერთიანებული ოპოზიცია ჩოხატაურისთვის“ – თავმჯდომარის მოადგილეს, მამია ბარამიძეს ვთხოვეთ.
„ბოროტი პარლამენტის კიდევ ერთი ბოროტული გადაწყვეტილება. ესენი არიან ტიპიური, პატარა გავრილოვები. ეს არის დაკვეთა რუსეთის და ეს არის საკითხი, რომელზეც ყველა ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანები კიდევ უფრო გაერთიანდებიან და თავის სიტყვიას იტყვიან, რომ ნორმალური ცხოვრება მოვიდეს საქართველოში. ყველაფერი ჯერ იწყება, არაფერი არ დამთავრებულა“,_ გვითხრა მამია ბარამიძემ.