ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შესახებ “გურია ნიუსთან” საუბრის დროს პარლამენტს რუსეთის „დუმას“ ადარებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით მჟავანაძეც.
„ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ასრულებს გავრილოვის შეკვეთას და დავალებას. გავრცელდა კომენტარები მედიაში, სადაც გავრილოვიც და „ქართული ოცნების“ ლიდერი კობახიძეც, ერთმანეთის მსგავს განცხადებებს აკეთებენ. ამბობენ, რომ ნიკა მელიამ ბოდიში უნდა მოიხადოს და აბსოლუტურად უკანონოდ ცდილობენ, რომ პატიმრობა შეუფარდონ. მაშინ როდესაც გირაოს არ გადახდა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. პარლამენტმა მოუხსნა სადეპუტატო იმუნიტეტი, მაშინ როდესაც მელია თვითონ ითხოვდა სხვა ლიდერებთან ერთად, რომ მისთვისაც შეემცირებინათ სადეპუტატო უფლებამოსილება. მაგრამ მას შემდეგ რაც ვერ დაიმონეს და ისეთივე მორჩილი პარლამენტის წევრები არ ჰყავთ, როგორიც „ქართულ ოცნებაში“ არიან, მიიღეს ზომები რეპრესიების დასაწყებად. ეს ისეთივე რეპრესიებია, როგორც გასაბჭოების პერიოდში ქვეყანაში პროლეტარები რომ შეიკრიბებოდნენ და ადამიანებისთვის განაჩენები გამოჰქონდათ.
ამას არ შეიძლება ეწოდოს საქართველოს პარლამენტი. ეს არის რუსეთის „დუმა“. გავრილოვის მონის, მონები არიან“,_ გვითხრა მჟავანაძემ.