ყველა ადამიანი ვალდებულია, დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით დაწერა.
„ამ მარტივ პრინციპზე დგას მართლწესრიგი. სხვა მიდგომა არის მხოლოდ ანარქიისა და თვითნებობის წახალისება. ხელისუფლების სამივე შტო არის ამ მარტივი პრინციპის გარანტორი.
ნიკა მელია დემონსტრაციულად არ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ხელისუფლება აღასრულებს მის, როგორც გარანტორის, როლს.
ყველა სხვა არგუმენტი, რომელი ინსტიტუციისგან ან პირისგანაც არ უნდა მოდიოდეს, მხოლოდ პოლიტიკურია.
P.შ. სასამართლომ 2020 წლის 3 ნოემბერს ხელახლა იმსჯელა, დღესაც არსებობს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი (მიმალვის, ინფორმაციის განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე) და დაადგინა, რომ არსებობს.
P.P.შ. ამ საქმეზე კიდევ ათამდე ადამიანია ბრალდებული. ყველას გირაო აქვს გადახდილი და ელოდება სასამართლოს“, – წერს პაპუაშვილი.
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.
ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, „ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მზად ვარ ჩემი ხელფასი გადავურიცხო“, რაზეც ნიკა მელიამ უპასუხა: „ალეკო, ჩემი ფეხით არ მომიყვანო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან – აგიღებ და გამოგიტან გარეთ.