„ჩვენ წინა პლენარულ სხდომაზე გვქონდა ამაზე საუბარი და როგორც მოველოდით, მთავრობის მხრიდან არის აბსოლუტურად შემხვედრი პოზიცია, რასაც მივესალმები. როგორც პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღატრიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა მზად არის ანგარიშვალდებულების ფარგლებში, პარლამენტში ნამახვანის პროექტთან დაკავშირებულ განხილვაში ჩაერთოს, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებას მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას იმ ძირითად კითხვებზე, რამაც მათი წუხილები თუ პროტესტი გამოიწვია”,– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved