შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თელავის მუნიციპალიტეტში 2 პირი: 1996 წელს დაბადებული ი.უ. და 1995 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს.
როგორც გამოძიებით ირკვევა, ა.ნ.-მ 2006 წელს დაბადებულ, არასრულწლოვან გოგონაზე წინასწარი შეცნობით სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა. აღნიშნული ცნობილი გახდა არასრულწლოვანი გოგონას ოჯახის წევრებისთვის, რის შემდეგაც, გოგონაზე ძმამ, ი.უ.-მ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა.
“ი.უ.-ს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ა.ნ. კი ბრალდებულია წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში, რაც 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, _ წერის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.