საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა და ერთი ტურით ადრე ევრო 2022-ის საგზური დაიბევა.
ისევე, როგორც საფრანგეთში (4:4), თბილისური მატჩიც დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ 3:2 დასრულდა ჩვენების სასარგებლოდ. ამ მოგებით საქართველოს ნაკრებმა 10 ქულა დააგროვა, 6 საუკეთესო მეორე ადგილოსანს შორის მოხვდა და 2022 წელს, ნიდერლანდებში, 16 საუკეთესო გუნდს შორის იქნება.
შესარჩევის ბოლო მატჩი, 12 აპრილს, რუსეთში გაიმართება, თუმცა, ამ თამაშის შედეგს მნიშვნელობა აღარ ექნება _ ორივე ნაკრები ევრო 2022 ითამაშებს.
ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია, როგორც ქართული ფუტსალისთვის, ისე მთლიანად ქართული სპორტისთვის.