ახმეტაში გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ადამიანის ცხედარი სასახლესთან ერთად ნაწილობრივ დაიწვა.
ხანძრის შედგად დამწვარია სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.
შემთხვევა წუხელ, ე.წ უტას დასახლებებში მოხდა.
ცეცხლი სავარაუდოდ, მიცვალებულთან ანთებული სანთლიდან გაჩნდა, რომელიც სახლის ნაწილს მოედო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო- სამაშველო ბრიგადა.