რა თქმა უნდა, ეს ბატონი მელიას პირადი გადაწყვეტილებაა, დატოვებს თუ არა ის ციხეს, მაგრამ შეთანხმებაში შეთავაზებულია, ზომები მიღებულია ბატონი მელიას გათავისუფლებისთვის, _ ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები ძალიან მტკივნეული ეპიზოდია მთელი საქართველოსთვის და მნიშვნელოვანია პარტიები შეთანხმდნენ წარმატების მიღწევაზე ამნისტიის კანონთან დაკავშირებით,
„შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პარტიებმა მოახერხეს შეთანხმების მიღწევა, ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო და მოითხოვდა ნამდვილად გამბედაობასა და ლიდერობას მხარეების მხრიდან იმისთვის, რომ წასულიყვნენ კომპრომისებზე, რაც შეთანხმებაშია ასახული. 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები ძალიან მტკივნეული ეპიზოდია მთელი საქართველოსთვის და მნიშვნელოვანია პარტიები შეთანხმდნენ წარმატების მიღწევაზე ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, ამით აღნიშნული მოვლენის გამო პასუხისმგებლობის თავიდან აცილება არ მოხდება, მაგრამ ქვეყანას წინსვლის საშუალებას მისცემს“, _ განაცხადა კელი დეგნანმა.
აშშ-ს ელჩმა აღნიშნა, რომ შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია და აძლევს საქართველოს საშუალებას იმ უდიდეს გამოწვევებზე იმუშაოს, რაც ქვეყნის წინაშეა.
,,რაც შეეხება ბატონ მელიას, რა თქმა უნდა, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმებაში შეთავაზებულია ბატონი მელიას გათავისუფლების საკითხის მოგვარება.
მე მიმაჩნია, რომ ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია და აძლევს საქართველოს საშუალებას იმ უდიდეს გამოწვევებზე იმუშაოს, რაც ქვეყნის წინაშეა, მათ შორის ეკონომიკის აღდგენა, კოვიდთან გამკლავება და ბევრი სხვა გამოწვევა, რომელსაც სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი სჭირდება“, _ განაცხადა აშშ-ს ელჩმა.