ხაშურში დასრულდა საქართველოს პირველობა ჭაბუკებს შორის ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში. ჩემპიონატი ორი დღის განმავლობაში, 21-22 აპრილს მიმდინარეობდა.
ჩემპიონატზე გამოდიოდნენ გურული სპორტსმენები.
51 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა თამაზ ღლონტმა (ლანხუთი), ხოლო ამავე კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა ლუკა ჯავახაძე (ოზურგეთი).
45 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ლუკა ჯანელიძემ (ოზურგეთი) მოიპოვა. 80 კგ. წონით კატეგორიაში კი ვერცხლის მედალი ერგო ნიკოლოზ შიუკაშვილს (ოზურგეთი),
92 კგ. წონით კატეგორიაში საბა ბოლქვაძემ ბოლო ეტაპზე ბრინჯაოს მედალისთვის იბრძოლა და კიდეც მოიგო.