გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ 9 მაისამდე გურიაში თბილი, უნალექო და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.
„დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში, მათ შორის გურიაში, უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ხვალიდან მოიმატებს. მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი 9 მაისამდე, მაგრამ იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც შესაძლებელია, ხვალ გაძლიერდეს.
7-8 მაისს დაბლობ რაიონებში შესაძლებელია +31 გრადუსიც კი დაფიქსირდეს ჰაერის ტემპერატურა, მთიან რაიონებში კი +27 – 29 გრადუსი.
9-10 მაისს კი ისევ შავი ზღვიდან შემოსული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები განაპირობებენ დასავლეთ საქართველოს ამინდს. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა დაიკლებს +19-20 გრადუსამდე“,_ გვითხრა დოდო გვაზავამ.