ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ (WTA:222) წარმატებით დაძლია საკვალიფიკაციო ტურნირის სამივე ეტაპი და როლან გაროსის ძირითად ბადეში ითამშებს.
29 წლის ქართველის მეტოქე საკვალიფიკაციოს ფინალში ესპანელი ნურია პარიზას-დიაზი (WTA:165) იყო. ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩი მაღალ დოეზე, ჩაატარა და ორ სეტში – 6:3, 6:4 გაიმარჯვა, რისთვისაც 1 საათი და 32 წუთი დასჭირდა.
ასე რომ, საქართველოს როლან გაროსზე, ძირითად ბადეში, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარდა, წარმომადგენელი ქალებშიც ეყოლება…
წყარო: ლელო