საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა ვადა, მოქალაქეობის დროებით აღდგენისა და ასევე, მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით სარგებლობისა.
აღსანიშნავია, რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე მუშაობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, დეპუტატობის პერიოდში დაიწყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება-შენარჩუნება-აღდგენის წესების გამარტივებაზე.