შავ ზღვაში, მალთაყვასთან, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ კიდევ ერთი გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ, რომელიც მესამე ადამიანია ამ დღეებში ზღვაში დაკარგულთა შორის.
როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, „ჯერ საზღვაო სეზონი არ დაწყებულა, ამინდებიც ხშირად წვიმიანია. თუმცა, ზღვაზე უკვე, ასე მოკლე დროში, სამი მამაკაცი დაიკარგა“.
როგორც ვწერდით, კვარიათთან ნაპოვნია ერთი დამხრჩვალი მამაკაცი. ჩვენი წყაროს ცნობით, ის სამეგრელოს მცხოვრები იყო.