გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, ოზურგეთში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა კრიპტომერიის სახეობის ხე-მცენარე.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმი.