თბილისში, საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის ოფისში, კონკურსში „Covid 19 და ახალი გამოწვევები სოფლის მეურნეობაში“_ გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვეს და გადასცეს სერთიფიკატები და ფულადი ჯილდოები.
__მიხარია, რომ პანდემიის პირობებში, კოვიდის თემაზე ჩატარებულ კონკურსებში გამარჯვებული ვარ. აგროჟურნალისტიკა ახალი მიმართულებაა საქართველოს ჟურნალისტიკაში. 6 წლის წინ, როცა ინგლისელმა კომპეტენტურმა ექსპერტმა, ქალბატონმა ფრეზერმა ტრენინგი ჩაგვიტარა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინგლისში, საგამოძიებო ჟურნალისტიკის შემდეგ, აგროჟურნალისტიკას უჭირავს მეორე ადგილი.
ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ მის ჯანმრთელობას იცავს და ბიოპროდუქციის, ეკოლოგიის სადარაჯოზე აგროჟურნალისტიც დგას… _ გვასწალიდა ის. იმედია, დადგება დრო და ასე იქნება ჩვენს ქვეყანაშიც. პირველ რიგში მადლობას ვუხდი „გურია ნიუსს“ , მის ხელმძღვალებს, რომლებმაც ათეული წლების წინ, გამოცემის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად აქციეს სასოფლო-სამეურნეო ჩანართი: „კარმიდამო ჩემი“. ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს აგროჟურნალისტა ასოციაციას, თემატიკის მიზნობრივად წამოწევისთვის, _ ამბობს „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი მარინა ჩიხლაძე.
მარინა ჩიხლაძემ გასულ წელს ასევე საპრიზო ადგილი მოიპოვა კოვიდის თემაზე კიდევ ერთ კონკურსში.
ჟიურის შეფასებების მიხედვით კონკურსში გამოვლინდა 3 გამარჯვებული:
I ადგილი – ნინო კაპანაძე, გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“ – „ათი ძროხის პატრონი საწველ აპარატს თავად იყიდის“
II ადგილი – თამარ პატატიშვილი, გადაცემა ფერმა – ეკომიგრანტი ქალი, რომელმაც მარნეულში პირველი სასათბურე მეურნეობა შექმნა
III ადგილი – მარინა ჩიხლაძე, გურია ნიუსი – არამიზნობრივი განვითარებიდან კოვიდ 19-ის გამოწვევამდე: „ერთ მზიან დღეს მაინც ნუ წაგვართმევთ“
საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციამ დაასახელა თავისი რჩეული – ქეთევან მღებრიშვილის სტატია – Фермеры против пандемии, რომელის გამოქვეყნებულია გაზეთში “Комсомольская правда в Грузии” 2021 წლის 14 მაისს.
„გურია ნიუსი“ ულოცავს კოლეგებს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.