ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა რამდენიმე დღეა, თვითიზოლაციაში იმყოფება. მერის იზოლაცია, როგორც თავად ამბობს, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტმა გამოიწვია.
„სამჯერ გავიკეთე ტესტი კორონავირუსზე. პირველი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. როგორც წესია, სამი დღე თვითიზოლაციაში გავატარე. ისევ ჩავიტარე სწრაფი ტესტი და პასუხი ისევ უარყოფითია. არანაირი სიმპტომი არ მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ. ორჯერ მაქვს ვაქცინა გაკეთებული და დამეხმარა. გავიკეთე პსრ ტესტიც, რომლის პასუხიც გვიან გახდება ცნობილი“,_ გვითხრა კუჭავამ.
როგორც ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრში განმარტეს, მერს პსრ ტესტი გეგმიურად ჩაუტარდა.