ხვალიდან, ელექტროენერგიის მომხმარებლები გადასახადის გადახდის დროს, სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობისას, შესაბამის ველებში ახალ კომპანიებს მიუთითებენ _ “ენერგო-პრო ჯორჯიას” მომხმარებლები გადასახადის გადახდას “ეპ ჯორჯია მიწოდება”-ს ანგარიშზე მოახდენენ, ხოლო “თელასის” მომხმარებლებმა ელექტროენერგიის საფასური “თელმიკოს” ანგარიშზე უნდა გადაიხადონ.
აღსანიშნავია, რომ აბონენტების ნომრებში ცვლილება არ შესულა და მომხმარებლები იგივე საიდენტიფიკაციო ნომრებით ისარგებლებენ, რომლითაც დღემდე სარგებლობდნენ.
ავტორი: ლისა კოროშინაძე