„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დატოვება აღარ შეიძლება! _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჩიჩინაძის თქმით, “დღეს ქვეყანაში აღარც რეფერენდუმის დროა, არც ქართული ოცნების ნდობის დამტკიცება არდამტკიცების!
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს და „ოცნების „ ხელისუფლებას განაჩენი გამოვუტანოთ!
რადგან მათი ხელისუფლება არა თუ გვიცავს, ღმერთმა დაგვიფაროს ეს ფაილები გამომზიურდეს და საჯარო გახდეს. იმდენი ადამიანი გადაემტერება ერთმანეთს, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივალთ, სისხლისღვრა მოხდება.
საპარლამენტო ოპზიციას რაც ეხება, კეთილი ინებონ და სასწრაფოდ შექმნან საგამოძიებო კომისია. საჯარო, ღია, ყველამ რომ შეძლოს ჩვენების მიცემა ისეთი და იქნებ ერთხელ და საბოლოოდ გავერკვეთ ვინ ქმნის ქვეყანაში ასეთ მდგომარეობას.
მოკლედ, ის რაც დღეს ხდება, გადატრიალება, ქვეყნის დამხობაა – ამას „ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს და ამის შეგუება უბრალოდ აღარ შეიძლება”.
(R)