ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან წასვლის არანაირი საფუძველი არა აქვს – რომც უნდოდეს, არ უნდა გავუშვათ, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
“ღარიბაშვილზე შეტევა მუდმივად იქნება. მან შს მინისტრად თუ პრემიერად ყოფნის პერიოდში საკმაოდ სერიოზული, მათ შორის პოლიტიკური ზიანი მიაყენა მოწინააღმდეგე ოპონენტ პარტიას და ამ საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ ობიექტური პოზიცია დაიკავა. მის სახელთან ბევრი რამ არის დაკავშირებული – თუნდაც ჯარის დახვეწის გზაზე მიღწეული თვალსაჩინო შედეგები.
როგორც პრემიერმა, ქვეყნის ურთულეს პერიოდში სამშვიდობოზე გაყვანა უზრუნველყო”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ტვ პირველის” ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ- მინისტრის პოსტზე ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.