ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც თავის მეგობარს, ასევე ექიმს, დათო ბიწაძეს ემშვიდობება.
“1985 წლის 1 სექტემბერს გავიცანით ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტის მე-3 კორპუსში, ანატომიის აუდიტორიაში. მარტო იჯდა, რაღაცნაირად უხერხულად; მივედი, გამოვეცნაურე; თურმე ერთ ჯგუფში ვყოფილვართ და .. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. 6 ბედნიერი წელი ვიყავით განუყრელად.
აბსოლუტურად ყველა გამოცდა ერთად გვაქვს მომზადებული და ჩაბარებული; ფეხით გვაქვს მთელი თბილისის ბავშვთა საავადმყოფოები შემოვლილი.
დათო ბიწაძე, უკარგესი, უთბილესი ადამიანი; შესანიშნავი, უღალატო მეგობარი; უნიჭიერესი ექიმი. როგორ წარმოვიდგენდი, რომ ასე დასრულდებოდა ყველაფერი.
ათი ათასი ადამიანი შეიწირა ამ უბოროტესმა ვირუსმა საქართველოში და კიდევ გრძელდება ათვლა …
როგორ არ ვიცოდი, რომ კორონას ებრძოდი შენი მშობლიური ჭიათურის კლინიკაში…
ვერ გაცილებ ბოლო გზაზე ჩემო ძვირფასო მეგობარო; ცრემლს თუ გაგატან საგზლად მხოლოდ.
შეხვედრამდე მზის გადაღმა …” _ წერს ზურაბ გურული ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.