ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, ხმები, 4 ქალაქის მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა:
თბილისი:
კახა კალაძე – „ქართული ოცნება“ – 57,2%;
ნიკანორ მელია – „ნაციონალური მოძრაობა“ – 42.8%
რუსთავი:
ნინო ლაცაბიძე – „ქართული ოცნება“ – 53,8%;
დავით კირკიტაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 46,2%.
ქუთაისი:
იოსებ ხახალეიშვილი – „ქართული ოცნება“ – 51,9%;
ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 48,1%.
ბათუმი:
არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება“ – 50,8%;
გიორგი კირთაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 49,2 %.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა „გორბიმ“ 4 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ეგზიტპოლი 150 შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბანზე ჩაატარა. თბილისში შეირჩა 75 საარჩევნო უბანი, დანარჩენ ქალაქებში კი – თითოეულში 25 უბანი. გამოკითხული რესპონდენტები შეირჩნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. ცდომილების ზღვარი, ყველა ქალაქში, 95%-იანი საიმედობისას შეადგენს +/- 2.5%-ს. 18:00 მონაცემებით, გამოკითხულია 17 ათასზე მეტი ამომრჩეველი.