BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების ე.წ „ფარული პანდემიის“ შესახებ, რაც ანტიბიოტიკების არასათანადო გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს.
ექსპერტთა განცხადბით, მიმდინარე სეზონზე მოიმატებს რესპირატორული დაავადებების რიცხვი, თუმცა ანტიბიოტიკის გამოყენეა ყოველთვის გამოსავალი არ არის. მათივე რეკომენდაციით, ანტიბიოტიკები საჭიროა მხოლოდ ისეთი ბაქტერიული დაავადებების დროს, როგორიცაა სეფსისი, მენინგიტი ან პნევმონია. კატეგორიულად მიუღებელია ხველის, ყურის ან ყელის ტკივილის სამკურნალოდ, რის დროსაც მისი ეფექტიანობა მცირდება.
UKHSA-ს მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა, დოქტორმა სიუზან ჰოპკინსმა თქვა: „ანტიბიოტიკების მიღება მაშინ, როცა ისინი არ გჭირდებათ, თქვენ და თქვენს ახლობლებს მომავალში უფრო მეტი რისკის ქვეშ აყენებთ, ამიტომ გთხოვთ, მოუსმინოთ თქვენი ექიმის, ექთნის, სტომატოლოგის ან ფარმაცევტის რჩევას“.