ოზურგეთში, კლინიკა “მედალფაში“ შეყვანილი ოთხი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ელოდება.
როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, კერძო სახლში მოხდა გაზის გაჟონვა, რის შედეგად ოთხი ადამიანი მოიწამლა, აქედან ერთი ბავშვია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ოზურგეთელმა ექიმებმა მათი გადარჩენა შეძლეს.
როგორც “გურია ნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, გაზის გაჟონვის შესახებ ოჯახის წევრმა მოახერხა დაკავშირება, რის შემდეგ მოხდა ოთხი ადამიანის გადმოყვანა კლინიკა “მედალფაში.“
[sexy_author_bio]