ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 10249 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 9198 პაციენტი, გარდაცვლილია 83.
ამ დროისთვის კი აქტიურია კოვიდინფიცირების 968 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 118, საკარანტინე სივრცეში 183, ხოლო ბინაზე 667 პაციენტი მკურნალობს.