ჩოხატაურის მერი, მოსახლეობას ბახმაროს მიმართულებით გადაადგილებისგან თავისშეკავებას ურჩევს.
“მოსახლეობას ვურჩევდი თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. გადაადგილება ბურანებითაც შეუძლებელია, ისეთი დიდი თოვლია ბახმაროში”,_ ამბობს მერი დავით შარაშიძე.
ინფორმაციისთვის, თოვლმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები გამოიწვია.