კოვიდინფიცირების შემთხვევების გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არაერთი სკოლა არის ონლაინსწავლებაზე, ზოგი კი ჰიბრიდული სწავლების პროცესშია.
სკოლებში არსებული ვითარების შესახებ “გურია ნიუსი” ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ლელა იმედაშვილს ესაუბრა.
“ამ დრისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების გამო 10 სკოლა არის ონლაინსწავლებაზე, ხოლო 10 სკოლა კი ჰიბრიდულ სწავლებაზე. სრულად ონლაინსწავლებაზეა ოზურგეთის მეორე, მესამე და მეოთხე საჯარო სკოლები. ზოგადად სკოლების კალენდარი ჭრელია, სხვადასხვა დროს გავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე და სხვადასხვა დროს დაბრუნდებიან. ზოგადად კი, როგორც ვიცით ,ონლაინსწავლების ვადა არის 10 დღიანი”,_ გვითხრა იმედაშვილმა.
[sexy_author_bio]