https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ვლოცულობ უკრაინისთვის! გამაგრდით“ – თორნიკე შენგელიამ „ცსკა“ დატოვა

9:29; 27.02.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

უკრაინაში დაძაბული საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება. მდგომარეობა ძალიან რთულია. უკრაინელი ხალხი თავდაუზოგავად იბრძვის და რუსეთს წინასწარ დაგეგმილი „ბლიცკრიგი“ არ გამოუვიდა.

უკრაინას მთელი მსოფლიო სოლიდარობას უცხადებს. მათ შორის არაერთი გამოჩენილი სპორტსმენიცაა. სასიამოვნოა რომ გუშინ მათ რიცხვში ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელიაც აღმოჩნდა.

შენგელიამ რუსეთი დატოვა და „ცსკა“-ში აღარ ითამაშებს! მან მოსკოვური კლუბიდან წასვლა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის, ომის დაწყებისა და ქალაქების დაბომბვის შემდეგ გადაწყვიტა.

გუნდის დატოვების წინ ქართველმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, ფოტოდ უკრაინის დროშა დააყენა და დაწერა: „ვლოცულობ უკრაინისთვის! გამაგრდით“.

უკრაინაში რუსეთის აგრესიას გამოეხმაურა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიაც:

„გთხოვთ, შეაჩერეთ ომი!“ – დაწერა კვარაცხელიამ  ინსტაგრამის გვერდზე.

გუშინ ინგლისური „ჰალის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ბრიტანულ ცნობილ გამოცემა The Sun-ს ესაუბრა და რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებასაც შეეხო.

„მსურს საუკეთესო ვუსურვო ჩემს უკრაინელ მეგობრებს. ეს არის ქვეყანა, რომელიც გვიყვარს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ომი და დაბომბვა, რომელსაც დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოაქვს. იღუპებიან ბავშვები. საქართველოში არაერთი კონფლიქტი გამოვიარეთ მას შემდეგ, რაც 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ. იგივე ხდება დღეს უკრაინაში. სამწუხაროდ, ამ და საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილ რესპუბლიკებს ჯერ კიდევ უწევთ ბრძოლა. ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი. დედამიწის არცერთ ნაწილში არ უნდა იყოს ომი“.

გუშინ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთისა და ბელარუსის მთავრობების მიერ ოლიმპიური ზავის დარღვევა და საერთაშორისო ფედერაციებს მიმართა, რომ გააუქმონ ან გადაიტანონ ის სპორტული ღონისძიებები, რომელთა ჩატარებასაც ამ ქვეყნებში გეგმავდნენ.

არსებული ისტორიული ტრადიციის მიხედვით ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე შვიდი დღით ადრე ძალაში შედის ოლიმპიური ზავი, რომელიც სრულდება პარალიმპური თამაშების დასრულებიდან 7 დღის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში ომის წარმოება აკრძალულია.

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვალს დაიწყო, პარალიმპური თამაშები 13 მარტს დასრულდება, შესაბამისად, ოლიმპიური ზავი 20 მარტამდე მოქმედებს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთმა და ბელარუსმა აღნიშნული ზავი დაარღვიეს და ამ ქვეყნებში გასამართი ღონისძიებები სპორტსმენებისთვის უსაფრთხო ვერ იქნება. გარდა ამისა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საბჭო მოუწოდებს საერთაშორისო ფედერაციებს, რომ სპორტულ ღონისძიებებზე რუსეთსა და ბელარუსს ეროვნული დროშისა და ჰიმნის გამოყენების საშუალება არ ჰქონდეს.

გუშინ ცნობილი გახდა რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ რუსეთის სახელმწიფო ავიაკომპანია „აეროფლოტთან“ კომერციული პარტნიორობა ოფიციალურად შეწყვიტა. მიზეზი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სახელმწიფოში შეჭრა და იქ ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებაა.

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ გავაუქმეთ სასპონსორო შეთანხმება „აეროფლოტთან“. ვიზიარებთ ჩვენი გულშემატკივრების შეშფოთებას და თანადგომას ვუცხადებთ დაზარალებულებს”.

„აეროფლოტი“ მანჩესტერულ გუნდთან 2013 წლიდან თანამშრომლობდა და ინგლისური კლუბი ევროპის ქვეყნებში მატჩების ჩასატარებლად სწორედ ამ ავიაკომპანიის დახმარებით მგზავრობდა.

გუშინვე სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ მიმდინარე სეზონის რუსეთში ჩასატარებელი ყველა ტურნირი გააუქმა და მათ სხვა ადგილას გადაიტანს. აღსანიშნავია, რომ ქალაქ ტიუმენში გასამართი მსოფლიო თასიც გაუქმდა. ეს ნაბიჯი მსოფლიო თასის ერთიანობისა და მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ფედერაციის წევრებთან შემდგარი კონსულტაციების შედეგად გადადგეს.

ფედერაციის მტკიცებით, ისინი უკვე მუშაობენ სამშობლოებში იმ სპორტსმენთა დასაბრუნებლად, რომლებიც მიმდინარე კვირაში დაგეგმილ ღონისძიებების გამო რუსეთში უკვე ჩასულები არიან.

ვიტალი კლიჩკომ ეს ადრეც არაერთხელ თქვა, ახლა კი, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო და ქალაქებს, მათ შორის კიევსაც ბომბავს, კიდევ ერთხელ გაიმეორა: კიევის ამჟამინდელი მერი და ლეგენდარული მოკრივე უკრაინის დედაქალაქის დასაცავად პირადად იბრძოლებს ფრონტის წინა ხაზზე.

“სხვა გზა და არჩევანი უბრალოდ არ მაქვს. რა თქმა უნდა, ეს მეც უნდა გავაკეთო – იარაღი უნდა ავიღო და ვიბრძოლო. ასეც მოვიქცევი!” – უთხრა მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა Good Morning Britain-ს, – ჩვენ მსოფლიოში ერთ უდიდეს და უძლიერეს არმიას ვებრძვით, მაგრამ ჩვენ ჩვენი ოჯახები, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქები უნდა დავიცვათ. რა თქმა უნდა, ეს მეც უნდა გავაკეთო – იარაღი უნდა ავიღო და ვიბრძოლო. ასეც მოვიქცევი!”

50 წლის კლიჩკო დარწმუნებულია, რომ უკრაინის ჯარი კიევის დაცვას შეძლებს: “მე მჯერა უკრაინის, მჯერა ჩემი ქვეყნის და ხალხის. ეს უკვე ძალიან სისხლიანი ომია. ხალხი უკვე დაიღუპა, არ ვიცით, რამდენი, – დასძინა კლიჩკომ, – რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრეს სანქციებს მოვითხოვთ. რუსებმა უნდა გადაიხადონ იმისთვის, რასაც აკეთებენ. მათ საერთაშორისო კანონმდებლობა ფეხქვეშ გათელეს. უკრაინა ყოველთვის მშვიდობისმოყვარე ქვეყანა იყო, მაგრამ ახლა იარაღი უნდა ავიღოთ და ვიბრძოლოთ. ისევე, როგორც სპორტში, ერთიანობა წარმატების გასაღებია.”

ვიტალიმ თავის ძმასთან, 45 წლის ვლადიმირთან ერთად მიმართვა ინსტაგრამზეც გაავრცელა: “ამ ომს მხოლოდ დამარცხებულები ეყოლება. ნუ დავუშვებთ ამას უკრაინაში, ევროპაში და ალბათ მთელ მსოფლიოში. ერთად ძლიერები ვართ. დაიცავით უკრაინა,” – ეს ვლადიმირ კლიჩკოს სიტყვებია.

[sexy_author_bio]

თორნიკე შენგელია
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

თორნიკე გორდელაძეს მორიგი წარმატება

19:30; 21 სექტემბერი, 2026
სპორტი

„არწივებს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

19:30; 21 სექტემბერი, 2026
სპორტი

„ლანჩხუთმა“ ბათუმი გაანადგურა _ წინ გადამწყვეტი მატჩია

19:12; 20 სექტემბერი, 2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17 სექტემბერი, 2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნიკოლოზ გოგია

22:09; 14 სექტემბერი, 2026

ოდესაში რუსი დივერსანტების ჯგუფი აღმოაჩინეს

„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ საქველმოქმედო პროექტები ოზურგეთში

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ჩემი მაცივარი საპირისპიროს ამბობს” _ ეკონომიკური ზრდა და სოფლის რეალური  გამოწვევები

22:07; 23.09.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც 2026 წლის 25 ოქტომბრამდე რადიკალურად შეიცვლება

21:58; 23.09.2026
საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23.09.2026
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო