რიკოთის უღელტეხილზე დაღუპულ პატრულ-ინსპექტორს, კახა ბაღდავაძეს ხვალ 53 წელი უნდა შესრულებოდა.
დღეს დილით საგზაო შემთხვევას პოლიციის სამი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი კი დაშავდა. დაღუპულებს შორისაა ქუთაისში, ლეჟავას ქუჩის ხუთ ნომერში მცხოვრები კახა ბაღდავაძე. წარმოშობით ბაღდათის რაიონის სოფელი როხის მკვიდრი, 1969 წლის 13 მარტს დაბადებული კახა ბაღდავაძე 1990 წლიდან შსს-ს თანამშრომელია, 2005 წლიდან კი იმერეთის სამმართველოს პატრულ- ინსპექტორი.
გარდაცვლილს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
სოციალურ ქსელში მეგობრები ამ ტრაგედიის შესახებ წერენ და კახა ბაღდავაძეს საუკეთესო კოლეგად და ადამიანად მოიხსენიებენ.
ავტორი: ნინო ნანიტაშვილი