ოზურგეთში კოვიდინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 21688 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21563 შემთხვევა, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 29 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 13 სტაციონარში, 16 კი ბინაზე მკურნალობს. იზოლაციაშია 11 ადამიანი.