„ჩემი ერთ-ერთი შიში მთელ ამ პროცესში არის, რომ ერთ დღესაც გავიღვიძო და აღმოჩნდეს, რომ მე ვარ პოლიტიკის ნაწილი, მე ვარ პოლიტიკოსი. ეს არის ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ამიტომ მე ყოველთვის ბევრს ვფიქრობ ჩემს როლზე. რისი გაკეთება შემიძლია შვილის რანგში. დღევანდელ შეხვედრას თუ შევხედავ, ყველაზე საუკეთესო რაც გავაკეთე, მამაჩემს ჩემი ნახვა გაუხარდა. ამით მეტი მხნეობა მიიღო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შემიძლია. ასევე საერთაშორისო ლიდერებისთვის წერილები იწერება ხოლმე და ამაშიც ვმონაწილეობ. ამ ფორმით გაგრძელდება, შეიძლება უფრო ხშირად, უფრო ნაკლებად, სიტუაციას გააჩნია. მე სად ვიქნები გააჩნია, სულ აქ ვერ ვარ, მინდა რეგულარულად ჩამოვიდე და პაემნებით ვისარგებლო. დღეს ვნახე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვალდებულიც ვარ, თუ ამით გავამხნევებ, ეს გავაკეთო და მეც ძალიან მიხარია“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.
კითხვას, მართლა ნანობს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას, როგორ უყურებს დღევანდელი გადმოსახედიდან გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო, ედუარდ სააკაშვილმა ასე უპასუხა: