ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ მოადგილის თანამდებობაზე ლექსო თოდუა დანიშნა.
თოდუა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის მმართველი გუნდის წარმომადგენელს. „მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის მერს, ბატონ ბექა ვაჭარაძეს გამოცხადებული ნდობისთვის და გუნდს მხარდაჭერისთვის.
ჩემთვის, პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაა ამ გუნდთან ერთად ვემსახურო ქალაქ ფოთს და წვლილი შევიტანო მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლისათვის“, _ განაცხადა ლექსო თოდუამ.
ლექსო თოდუა პროფესიით ფინანსისტია. ის სხვადასხვა დროს არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სექტორში.
ავტორი