როგორც ცოტა ხნის წინ ვიუწყებოდით, ზესტაფონში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
“გურია ნიუსისთვის” მომხდარი ტრაგედიის დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც წყარო გვეუბნება, ერთი მამაკაცი შიგ ჩაიწვა. გარდაცვლილები ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდიდან იყვნენ.
“საშინელი ტრაგედია დატრიალდა, დაიღუპა ორი უპატიოსნესი ჩვენი თანასოფლელი – ვიტალი დარჯანია და ვახტან რუხაძე. ერთი შიგ ჩაიწვა,მეორე ევაკუატორიდან გადმოვარდილა, თუმცა, სამწუხაროდ, ისიც ადგილზე დაიღუპა”,-გვებნება წყარო.
ინფორმაცია “გურია ნიუსს”,ასევე, დაუდასტურა მერის წარმომადგენელმა,ზვიად გვარამიამაც.
ავტორი