სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოქალაქეებს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა.
„ჩვენთან არს ღმერთი, გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მადლი წმინდისა სამებისა გფარავდეთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა ილია მეორემ.
ამასთან, პატრიარქმა აღნიშნა, რომ ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი) დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით.
გარდა ამისა, ილია მეორემ ბადუაშვილების გვარი დალოცა.