BBC-ის ინფორმაციით, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეში დანაშაულებრივი დაუდევრობის ბრალდებით რვა სამედიცინო პერსონალი სასამართლოს წინაშე წარდგება.
გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო კოლეგიამ დაადგინა, რომ მარადონას მკურნალობა სავსე იყო “ნაკლოვანებებითა და დარღვევებით”.
ცნობისთვის, მარადონა 2020 წლის ნოემბერში გარდაიცვალა ბუენოს აირესში გულის შეტევით, 60 წლის ასაკში. თუმცა მაქანდე ცოტა ხნით ადრე ტვინის სისხლის შედედების ოპერაცია ჩაიტარა და სახლში გამოჯანმრთელდა.
გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში არგენტინელმა პროკურორებმა მის მოვლაში ჩართულ ექიმებსა და ექთნებზე გამოძიება დაიწყეს.
ბრალდებულთა შორის არიან მარადონას ნეიროქირურგი და პირადი ექიმი, ლეოპოლდო ლუკე, ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, ორი ექიმი, ორი ექთანი და მათი უფროსი. ყველა მათგანმა უარყო პასუხისმგებლობა სიკვდილზე.
რვავეს გაასამართლებენ მკვლელობის სამართლებრივი დეფინიციის საფუძველზე, ჩადენილი გაუფრთხილებლობით იმის ცოდნით, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი.
არგენტინის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დანაშაულს რვადან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეუძლია. სასამართლო პროცესის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.