უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა ევროპარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
შარლ მიშელის თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა მსოფლიოში გეოპოლიტიკური რეალობა შეცვალა, რის გამოც ბრიუსელში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსს საქართველოც მიიღებს, როგორც კი ევროკომისიის მიერ ჩამოთვლილ პრიორიტეტებს შეასრულებს.
“რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა სასტიკმა ომმა ჩვენს კონტინენტზე ტექტონიკური ძვრები გამოიწვია და შექმნა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა. ამიტომ, გასულ კვირას ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად, ჩვენი მივიღეთ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები. გადავწყვიტეთ, გვეღიარებინა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნებისა და მათი ხალხების მომავალი, ევროკავშირთან არის დაკავშირებული. ასევე, გადავწყვიტეთ კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა უკრაინისა და მოლდოვისთვის. ამით ჩვენ გავუგზავნეთ ძლიერი სიგნალი როგორც ამ ქვეყნების, ასევე ევროკავშირის მოქალაქეებს. ჩვენ ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როგორც კი ეს ქვეყანა შეასრულებს კომისიის მოსაზრებაში მოყვანილ პრიორიტეტებს”, – თქვა შარლ მიშელმა.
ავტორი