სან- ფრანცისკოში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების მკვეთრი მატების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას nbc ავრცელებს.
„სან-ფრანცისკომ COVID-ის დროს აჩვენა, რომ ადრეული ქმედება აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად“, – თქვა სან- ფრაცისკოს მერმა.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს ვირუსი ყველაზე თანაბრად მოქმედებს – მაგრამ ასევე ვიცით, რომ ჩვენს ლგბტქ თემში მყოფი ადამიანები ახლა უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან. ჩვენს ლგბტქ თემში ბევრი ადამიანი შეშინებულია და იმედგაცრუებულია. ეს ადგილობრივი საგანგებო სიტუაციები საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ ჩვენი ყველაზე რისკის ქვეშ მყოფი მხარის მხარდაჭერა და ასევე უკეთ მოვემზადოთ მომავალისთვის”,_ განაცხადა მერმა.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქალაქში მაიმუნის ყვავილის 260 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ქალაქის ჯანდაცვის საზოგადოებრივი დეპარტამენტის ინფორმაციით, სან ფრანცისკომ მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 200 დოზა მიიღო და ის უახლოეს დღეებში კლინიკებს გადაეცემათ.