https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ერევანში მომხდარი კურიოზის გამო დღემდე მაშაყირებენ“

9:11; 27.08.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ცნობილ ქართველ ფეხბურთელ რევაზ ჩელებაძეს თბილისის „დინამოს“ ისტორიასა და წარმატებულ ასპარეზობაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ჩელებაძე–შენგელიას მრისხანე დუეტი მეტოქე გუნდების მცველებისთვის მუდმივ თავსატეხს წარმოადგენდა. გოლის გატანის განსაკუთრებული ნიჭის გარდა რევაზ ჩელებაძე თერთმეტმეტრიანი საჯარიმოების მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შესრულების მანერითაც გახლდათ დაჯილდოებული.

არაერთი წარმატების მიუხედავად ქართველ გულშემატკივრებს ჩელებაძე მაინც ერევნის „რაზდანის“ სტადიონზე გამოჩენილი „გმირობისთვის“ დაამახსოვრდა, როდესაც ცარიელ კარში ბურთი ვერ გაიტანა და ასპროცენტიანი საგოლე მომენტი ქარს გააყოლა. რას იზამ, ფეხბურთი სპორტია და ზოგჯერ ბედის ფორტუნა ზურგს გაქცევს. ასე მოხდა იმ „ისტორიულ“ საღამოსაც. ეს ეპიზოდი ჩელებაძის სპორტულ კარიერას „სალაღობო მოსაგონარად“ მუდამ თან სდევდა.

რევაზ ჩელებაძე დღეს ჩვენი სტუმარია და მკითხველებისთვის საკუთარ საფეხბურთო ბიოგრაფიას თავადვე გაიხსენებს.

“სკოლას რომ ვამთავრებდი, ფეხბურთში სწორედ მაშინ მოვხვდი. მანამდე კალათბურთში ვვარჯიშობდი და არცთუ წარუმატებლად. ფიზკულტურის ინსტიტუტში მისაღები გამოცდებისთვის ვემზადებოდი და ამ დროს ბიძაჩემმა, ბიჭიკო ჩელებაძემ მთხოვა სოფლის საფეხბურთო გუნდს დავხმარებოდი. იმ დროს იყო ასეთი პოპულარული ტურნირი – „ოქროს თავთავი“, რომელიც სოფლის გუნდებს შორის ტარდებოდა. ჰოდა, ჩემი დებიუტი ფეხბურთში სწორედ ამ შეჯიბრებაზე შედგა. სხვათა შორის, იმ დროს აჭარის კალათბურთელთა ნაკრების წევრი ვიყავი.

„საფეხბურთო დებიუტი” წარმატებული გამოდგა: ფინალამდე თითქმის ყველა მატჩში 4-5 გოლი გამქონდა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში 0:2-ზე პენალტი ვერ გავიტანე, ჩემი გუნდი კი სოფელ ოჩხამურის კლუბთან დამარცხდა. სხვათა შორის, მეკარე, რომელმაც 11-მეტრიანი მოიგერია, უბნის ინსპექტორი იყო და პირადად ვიცნობდი.

ბიძაჩემი ფეხბურთზე გიჟდებოდა, ფულიანი კაცი იყო და ერთ მშვენიერ დღეს მითხრა: შენ თუ ფეხბურთს გაჰყვები, სამედიცინოს გარდა ყველგან მოგაწყობ, ოღონდ უნდა დამპირდე, რომ 3 წელიწადში თბილისის „დინამოში” მოხვდები, ერთი წლის შემდეგ კი საკავშირო ნაკრებშიო. რატომ უნდა მეთქვა უარი?! ისე აგიხდინოთ ღმერთმა ყველაფერი, როგორც მას ავუსრულე სურვილი: ფეხბურთში ვარჯიშიდან ზუსტად სამი წლის თავზე, 1976 წელს თბილისის „დინამოში” მოვხვდი, ერთი წლის შემდეგ კი სსრკ ნაკრებშიც მიმიწვიეს!

„დინამომდე” ქობულეთის „შუქურაში” ვიყავი, მაგრამ სანამ გუნდს დავით ჭავჭანიძე წვრთნიდა, ძირითად შემადგენლობაში ვერაფრით დავმკვიდრდი. ჭავჭანიძე მეუბნებოდა, შენგან ფეხბურთელი მაინც არ გამოვა და რატომ წვალობო? იხტიბარს არ ვიტეხდი. როგორც კი ჭავჭანიძე ვალერიან ჩხარტიშვილმა შეცვალა, სიტუაცია ჩემდა სასიკეთოდ შეიცვალა: ჯერ შეცვლაზე დავიწყე თამაში, მალე კი ძირითადის წევრი გავხდი. ლამის ყველა მატჩში გოლი გამქონდა, მაგრამ სამ იმდენს – ვაფუჭებდი!

მალე საქართველოს ნაკრებში მიმიწვიეს, იმ გუნდში კი დათო მუჯირი, თამაზ კოსტავა, რეზო ბურკაძე და სხვა ნიჭიერი ბიჭები დამხვდნენ. იყო ასეთი საკავშირო ტურნირი – „იმედის თასი“. არ გადავაჭარბებ: ძალიან მაღალი დონის შეჯიბრება იყო, ფაქტიურად, 16-წლამდელთა შორის საკავშირო ჩემპიონატი. ჰოდა, ჩვენ იმ ტურნირზე ჩემპიონები გავხდით! ცოტა ხანში ვალერიან ჩხარტიშვილი ბათუმის „დინამოში” მიიწვიეს და მეც თან წამიყვანა.

ბათუმში სულ სხვა სიტუაცია დამხვდა. რაც უნდა იყოს, გუნდში საკავშირო მეორე ლიგაში თამაშობდა, მეტოქეები კი ათი თავით ძლიერები იყვნენ, ვიდრე „შუქურას” შემთხვევაში. არ შემშინებია, უფრო მოვინდომე და დამიფასდა კიდეც – ცოტა ხანში ჩემი თავი თბილისის „დინამოს” გუნდის უფროსს, ნოდარ ახალკაცს წარუდგინეს. იმ დროს ის ახალი დანიშნული იყო მთავარ მწვრთნელად…

„ფარსადანოვიჩს” ისედაც არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, ჩვენი პირველი შეხვედრისას კი მითხრა, ორმხრივ მატჩში დაგაკვირდები და ვნახოთ, იქნებ შანსი გამოიყენოო. ეტყობა მოვეწონე, რადგან „დინამოში” მიმიწვია. უნდა გენახათ, რა დღეში იყო ბიძაჩემი! ჯერ ხომ ზღაპრულ სუფრას სუფრაზე შლიდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ ჯიბეზე ხელის გაკვრა და ფულის ჩუქება არ ეზარებოდა! მოკლედ, მეცხრე ცაზე იყო კაცი!

„დინამოში” ჩემი სადებიუტო სეზონი ზღაპრული გამოდგა: ორჯერ საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე, შუაში კი საკავშირო თასიც მოვიგე! ეს იყო „დინამოს” პირველი ტრიუმფი ამ ტურნირში. ფინალში ერევნის „არარატს” ერთი გოლი მეც გავუტანე! დღემდე თვალზე ცრემლი მადგება იმ თამაშს რომ ვიხსენებ!

ერევანში მომხდარი კურიოზის გამო დღემდე მაშაყირებენ და ასე გაგრძელდება, სანამ ცოცხალი ვიქნები. რა ვქნა, მოხდა და! ძალიან დაძაბული მატჩი იყო, უცბად ბურთი მე მომივიდა, ავდექი და თავქუდმოგლეჯილი გავექანე კარისკენ. მივიხედე უკან, ერთი მცველი მორბის, მაგრამ შანსი არაა დამეწიოს. ვირბინე, ვირბინე და თავი რომ ავწიე, სადაა შენი კარი, ლამის მოედანს არ გავცდი?! საშინელ დღეში ჩავვარდი! მატჩის შემდეგ ავტობუსში რომ ავედი, მშრალი საჭმელი, ეგრეთ წოდებული „სუხოი პაიოკი” დაგვირიგეს. ანზორ გაბიტაშვილს ერთი ძეხვი დარჩა, „დოქტორსკი” და ახალკაცს ჰკითხა, „ფარსადანოვიჩ“, რა ვუყოთ ამ ძეხვსო. ნოდარიმ არც გახედა, ცალყბად ჩაილაპარაკა, წადი და ჩელებაძეს ერთ ადგილას გაუკეთეო…

„რაზდანზე” მომხდარი მეორე დღეს მთელმა თბილისმა იცოდა! ძალიან „პოპულარული” გავხდი, ყველა ჩემზე შაყირობდა, მაგრამ გულში წყენა არ ჩამიდია, ან რა იყო საწყენი? გულშემატკივრებს რომ არ ვყვარებოდი, მთელი სტადიონი „ჩელე, ჩელეს” კი არ იყვირებდა. იმ ამბიდან კაი ხნის მერე ქუთაისში ჭიათურის „მაღაროელს” 35 მეტრიდან თავით გავუტანე გოლი. მთელი სტადიონი მე მაგინებდა, ჩელებაძე შენი ასე და ისე, ერევანში ცარიელ კარში ვერ შეაგდე ბურთი და აქ რამ გადაგრიაო!

ჩემსა და რამაზ შენგელიას შორის კონკურენციაზე ლეგენდები დადის და მართლა ასე იყო, ახალკაცი ორივეს ბოლომდე გვწურავდა. მატჩიდან მატჩამდე გვიწევდა მწვრთნელისთვის იმის მტკიცება, რომ ძირითადის ღირსები ვიყავით. ახალკაცს თავი დავანებოთ, თვითონ შენგელიამ არ თქვა, ჩელებაძესთან კონკურენციამ ჩემს წარმატებებში ლომის წილი დაიდოო. რამაზი ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო, ნიჭიერი, აბა, ლამაზი თვალებისთვის ორჯერ არავინ დაასახელებდა საბჭოთა კავშირის პირველ მოთამაშედ! მას საოცარი საგოლე ალღო ჰქონდა!

ჩემს პენალტზე რა უნდა ვთქვა? განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი: ბურთამდე მხოლოდ მეკარეს ვუყურებდი, მერე კი კუთხეს ვირჩევდი და ნელა ვურტყამდი. გულშემატკივრებს ძალიან უყვარდათ ჩემი პენალტები! სხვათა შორის, დაოსტატებაში ჩვენი მეკარე დათო გოგია დამეხმარა – ვარჯიშების მერე 50-ჯერ მაინც ვიმეორებდი დარტყმას.

თუ არ მეშლება, სულ ოთხი პენალტი გავაფუჭე, აქედან ორჯერ მოსკოვის ცსკა–ს მეკარე ასტაპოვსკიმ გამამწარა. ცსკა–სთან ორივე შემთხვევაში თავდაჯერებულობამ დამღუპა – არცთუ ძლიერად დავარტყი და ასტაპოვსკიმ რეაგირება მოასწრო. რაც შეეხება კუიბიშეველებთან ვერგატანილ ბურთს, იქ მეკარეს წყლის გუბე დაეხმარა – გაგორებული ბურთი წყალში ჩაეფლო. ხომ გახსოვთ მაშინდელი სტადიონები? საშინელება იყო!

დაუვიწყარი პენალტი? ის დარტყმა ჩემთვის კი არა, მგონი ყველა გულშემატკივრისთვის ტკბილად მოსაგონარია: 1980 წელს, საკავშირო თასის 1/4-ფინალში თბილისში ტაშკენტის „ფახთაქორთან” 0:1-ს ვაგებდით. მატჩის მიწურულს ვოვა გუცაევის დარტყმული ბურთი მცველმა კარის ხაზზე ხელით მოიგერია. პენალტი დაინიშნა. ძალიან დაძაბული მომენტი იყო, ხალხი გოლს ითხოვდა! ახლა რომ ვფიქრობ, ის ბურთი რომ არ გამეტანა, ვერც თასების მფლობელთა თასს მოვიგებდით… მოკლედ, ჩემებურად შევასრულე! დამატებით დროში კიდევ ერთი გოლი გავიტანე… სხვათა შორის, იმ გათამაშებაში 9 ბურთი შევაგდე და თუ არ მეშლება, ეს საკავშირო რეკორდი გამოერება იყო!

1980 წლის ზაფხულში ესპანეთში, ქალაქ კადისში ვიყავით საერთაშორისო ტურნირზე. ნახევარფინალში ბრაზილიის „ფლამენგოს” შევხვდით. ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდათ ბრაზილიელებს: კარლოს ალბერტო, მარინიო, ჟუნიორი, ანდრადე, ჟულიო სეზარი, ადილიო, ზიკო… მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, პენალტების სერიისთვის კი უკვე სათადარიგოთა შორის ვიყავი – ჩემს ნაცვლად ნუკრი კაკილაშვილი შევიდა, რომელმაც 86-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. იმ ტურნირზე დამატებითი დრო არ იყო, პირდაპირ პენალტების სერია ინიშნებოდა. „საფეხბურთო ლატარეა” 3:4 წავაგეთ – ცხონებულმა ვიტალიმ ვერ გაიტანა ბოლო პენალტი. ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი, მეორე დღეს კი „კადისთან” გველოდა მესამე ადგილისთვის შეხვედრა. ყოველი შემთხვევისთვის ბიჭები პენალტების სერიაში ვავარჯიშე. მართლაც, თამაში 1:1 დასრულდა, ჩემმა „გაწვრთნილმა” ვაჟა ჟვანიამ, დათო ყიფიანმა და გია თავაძემ კი 11-მეტრიანიდან გოლები გაიტანეს და პენალტების სერია 3:0 მოვიგეთ. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ იმ სერიაში პირველი დარტყმა მე შევასრულე და… მეკარემ მაჯობა!

დღევანდელი გადასახედიდან გული რამდენიმე ფაქტის გამო მწყდება: დროგამოშვებით უსამართლოდ მექცეოდნენ, მე კი ვერაფერს ვცვლიდი. რომ არა ასეთი დამოკიდებულება, გაცილებით მეტს მივაღწევდი.

1980 წელს ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი, ზედიზედ სამი თვე ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს, ნაკრებშიც მიწვევდნენ, „დინამოში” კი ჩემს თამაშს, თითქოს არავინ ამჩნევდა. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ახალკაცი აღარ მენდობოდა. მახსენდება შემთხვევები, როცა შენგელია და გუცაევი ტრავმირებულები იყვნენ, მაგრამ ჩემთვის ძირითადში ადგილი, რატომღაც არ იყო.

თასების მფლობელთა თასის 1980-81 წლების გათამაშების სტარტზე კი ვეხმარებოდი გუნდს, მაგრამ ბოლო ეტაპზე – აღარ. ეგ კი არა, „ფეიენოორდთან” შემადგენლობაში რომ ვერ მოვხვდი, ლამის ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი. დღემდე მწარედ მახსოვს ის დღე, როცა ცხონებული გივი ნოდია შემოვიდა ჩემს ოთახში და მითხრა, დიუსელდორფში, თასების თასის ფინალზე არ მოდიხარო.

იმ დროისთვის ჩემი და ნოდარ ახალკაცის ურთიერთობას თბილი ნამდვილად არ ეთქმოდა. რაშია საქმე და შელაპარაკება მოგვივიდა. ერთ დღეს „დინამოში” ავტომანქანები დაარიგეს, მე კი არ შემხვდა, არადა იმ დროს უკვე ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ვიყავი. ძალიან გავბრაზდი, შევედი მასთან კაბინეტში და მიზეზი ვკითხე. ჯერ მითხრა არ გეკუთვნისო, მერე კი „დინამოს” რესპუბლიკურ საბჭოსთან გადამამისამართა, მე არაფერ შუაში ვარ, ეგენი წყვეტენ ყველაფერსო. მივედი იქ, მაგრამ გაკვირვებულებმა მიპასუხეს, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, გუნდი ანაწილებს მანქანებსო. ბაზაზე რომ დავბრუნდი, უფრო მაგრად ვიჩხუბე. უკვე საბოლოოდ მქონდა გადაწყვეტილი გუნდიდან წასვლა, თან, იმ დროს კონსტანტინ ბესკოვი მიწვევდა მოსკოვის „სპარტაკში“. ბინაზე და მანქანაზე არც იყო საუბარი, მხოლოდ თამაში მაინტერესებდა. „სპარტაკი” კარგი ვარიანტი კი იყო, მაგრამ ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი… რამდენიმე დღეში ახალკაცი შემხვდა ბაზაზე: სად ხარ, გეძებენ, წადი, მანქანა გამოიყვანეო! ვითომც არაფერი მომხდარა…

1982 წელს „დინამოდან” წასვლა გადავწყვიტე. მწვრთნელი აღარ მენდობოდა, მე კი თამაში მსურდა, ამიტომ, ბევრი არ მიფიქრია. 25 წლის ასაკში ძნელია ქვეყნის საუკეთესო კლუბიდან რომ მიდიხარ, მაგრამ ასე ჩავთვალე საჭიროდ. იმ პერიოდში ევგრაფი შევარდნაძე ძალიან დამეხმარა – ლანჩხუთის „გურიაში” თამაში შემომთავაზა. ცხადია, უარი არ მითქვამს, მაგრამ „გურიაში” გადასვლამდე მცირე ხნით უქმად ვიყავი – სმოლენსკში მსაჯი შემომელახა და დისკვალიფიკაციით დამსაჯეს. მურთაზ ხურცილავა რომ არა, ფეხბურთს სამუდამოდ ჩამომაშორებდნენ. სწორედ ხურცილავა ჩავიდა საკავშირო სპორტკომიტეტის თავმჯდომარე პავლოვთან და სამუდამოს ნაცვლად ათმატჩიანი სასჯელი „გამომიწერეს“.

„გურიის” შემდეგ ბათუმის „დინამოს” ჯერი დადგა. აჭარლებს უარს როგორ ვეტყოდი?! ძალიან კარგი სეზონი ჩავატარე, კლუბი კი ისტორიაში პირველად პირველ ლიგაში აღზევდა! თუ სწორად მახსოვს, ჩვენ 70 გოლი გავიტანეთ. აქედან 21 ჩემი იყო, 39 კი ჩემი პასის შემდეგ გავიდა. ავთო გორგილაძე იყო თავდასხმაში ჩემი მეწყვილე, ძალიან ძლიერი დუეტი შევქმენით მე და ავთომ.

რამდენიმე წლის შემდეგ თბილისის „დინამოს” დავუბრუნდი. ნოდარ ახალკაცი ჩამოვიდა ბათუმში – ის ახალი მიბრუნებული იყო გუნდში – მოვიდა და მთხოვა, ბევრი პატარა ბიჭია, გამოცდილი ხალხი მჭირდება, წამოდი, მომეხმარეო. კი, ნაწყენი ვიყავი მასზე, მაგრამ იმ დროს საჭიროდ ჩავთვალე თბილისში გადასვლა და დავბრუნდი.

1986 წელს, როცა „დინამოს” არცთუ დალხენილი დროება ედგა, კიევში „დინამოს” 3:1 მოვუგეთ. უკრაინელებს ახალი მოგებული ჰქონდათ თასების მფლობელთა თასი, ძალიან კარგი გუნდი ჰყავდათ… ამბობდნენ, რომ ის თამაში „მოგვცეს“, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად იყო. ყველამ იცოდა კიეველებთან ჩემი კარგი ურთიერთობის შესახებ და მითხრეს, წადი, დაელაპარაკე, ფეხები არ მოგვამტვრიონ, ცოტა მშვიდად გვეთამაშონო. თან, შეხვედრის მეორე დღეს ანდრეი ბალის ბავშვი უნდა მომენათლა და… მოკლედ, მივედი ოლეგ კუზნეცოვთან და ვუთხარი, თუ ძმა ხარ, არ დამამტვრიო, თორემ ბალის ბავშვს კოჭლი ნათლია ეყოლება–მეთქი. კუზნეცოვი ბიჭებს დაელაპარაკა და… ერთი სიტყვით, „სუფთა” თამაში იყო და ჩვენც ალალად გავიმარჯვეთ. ორი გოლი მე გავიტანე, ერთიც გრიშა ცაავამ.

ამის მერე დიდხანს აღარ მითამაშია. ერთ–ერთ მატჩში მუხლი ვიტკინე, მენისკი დამიდგინდა და ეგ იყო და ეგ, ფეხბურთიდან საბოლოოდ წავედი.

საბჭოთა კავშირის ნაკრებში პირველად ნიკიტა სიმონიანმა მიმიწვია. ბედნიერი ვარ, იმ გუნდში რომ მოვხვდი! ძალიან მაგარი ფეხბურთელების წინააღმდეგ მითამაშია და ამას ყოველთვის ტკბილად გავიხსენებ: მიშელ პლატინი, ალენ ჟირესი, ჟან ტიგანა, მარიუს ტრეზორი, გჟეგოჟ ლიატო, კაზიმერჟ დეინა, ზიკო, ფალკაო, სოკრატესი, ჟუნიორი… ფაქტიურად, იმ წლების მსოფლიო ვარსკვლავები! „მარაკანაზე” თამაში ხომ ფანტასტიკა იყო – 165 ათასი კაცი ესწრებოდა იმ შეხვედრას! მგონი, ის იყო პირველი და უკანასკნელი მატჩი, როცა საბჭოთა კავშირმა ბრაზილიას ბრაზილიაში მოუგო.

მოსკოვის ოლიმპიადისთვის ნაკრებში სულ ბოლოს მოვხვდი. ეს საშა ჩივაძის დამსახურებაა. მთავარ მწვრთნელს ყველა მოთამაშე შერჩეული ჰყავდა, უკანასკნელ ადგილზე კი როდიონოვი, ევტუშენკო, კაზაჩონოკი და მე ვაცხადებდით პრეტენზიას. საშამ, როგორც გუნდის კაპიტანმა, ფეხბურთელებს შორის კენჭისყრა ჩაატარა. 11 ხმა დავაგროვე და ასე მოვხვდი გუნდში. ვინ დამიჭირა მხარი? საშა, თენგიზ სულაქველიძე, ვალერი გაზაევი და ხორენ ოგანესიანი რომ ჩემსკენ იქნებოდნენ, ეჭვი არც მეპარებოდა. ამათ უკრაინელები დაუმატეთ, მოსკოველები: ხიდიატულინი, ანდრეევი, ჩერენკოვი და… მოკლედ, ძალიან სასიხარულო ამბავი იყო! გული მხოლოდ იმაზე მწყდება, ოლიმპიური ოქრო რომ ვერ ავიღეთ, არადა, მთავარი პრეტენდენტები ვიყავით!

ჩაწყობილი თამაშები? დასამალი რაა, იყო ასეთი შემთხვევებიც. მაგალითად, ერთხელ ბათუმის „დინამოს” ძალიან სჭირდებოდა მოგება, რომ პირველ ლიგაში გადასულიყო. ფრუნზეში გვაქვს თამაში.  ფული და კიდევ 12 ყუთი მანდარინი წავიღეთ, მაგრამ არ იცოდნენ იმათ მანდარინის ფასი და კი გამოგვატანეს უკან!.. საერთოდ, თამაშს გააჩნდა, „სტავკა” ამის მიხედვით იცვლებოდა – 2 ათასიდან 40 ათას მანეთამდე. სანამ თბილისის „დინამოში” ვიყავი, ნაღდად არ გაგვიყიდია თამაში, მაგრამ ყიდვით, იცოცხლეთ, იყო ასეთი შემთხვევები. „დინამოში” ეს საქმე კონკრეტულ კაცს ებარა.

ანეკდოტი? მირჩევნია ნაღდი ამბავი მოგიყვეთ: ერთხელ ვოვა გუცაევმა მესამე სართულიდან წყალი გადაასხა, ქვემოთ კი ვიღაც გაიწუწა. რომელი ხარო, იყვირა იმან, გაწუწულმა. ვოვამ ეგრევე უპასუხა – შენგელიაო! შენგელიას ასეც და ისეც და კიდევ ჩელებაძისაცო. დღემდე ვერ გამიგია, მე რა შუაში ვიყავი?“

რევაზ ჩელებაძე
გაზიარება9Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

თორნიკე გორდელაძეს მორიგი წარმატება

19:30; 21 სექტემბერი, 2026
სპორტი

„არწივებს” ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

19:30; 21 სექტემბერი, 2026
სპორტი

„ლანჩხუთმა“ ბათუმი გაანადგურა _ წინ გადამწყვეტი მატჩია

19:12; 20 სექტემბერი, 2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17 სექტემბერი, 2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნიკოლოზ გოგია

22:09; 14 სექტემბერი, 2026

"მკვდარიც ლამაზი იყო, კნიაზ" _ დღეს ჩოხატაური თავის პატარა შვილს დაემშვიდობება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

ყველა სიახლე

სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026
სამართალი

სასამართლომ ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

18:13; 22.09.2026
საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი

17:58; 22.09.2026
საზოგადოება

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

17:44; 22.09.2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:25; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო