გიბრალტარს შეუძლია ოფიციალურად უწოდოს თავს ქალაქი, 180 წლის შემდეგ, რაც მას პირველად მიენიჭა სტატუსი დედოფალ ვიქტორიას მიერ, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გიბრალტარის ქალაქად გახდომის შესახებ წინადადება ამ წლის დასაწყისში, დედოფლის პლატინის იუბილესთან დაკავშირებით, დაინიცირდა, მაგრამ როდესაც მკვლევარებმა დაათვალიერეს ეროვნული არქივი, აღმოაჩინეს, რომ ის უკვე აღიარებული იყო 1842 წელს.
ინფორმაციისთვის გიბრალტარი არის ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორია. 1981 წელს ბრიტანეთის მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, გიბრალტარიელებმა მიიღეს ბრიტანეთის სრული მოქალაქეობა. ამჟამინდელი კონსტიტუციის თანახმად, გიბრალტარს აქვს თითქმის სრული შიდა დემოკრატიული თვითმმართველობა არჩეული პარლამენტის მეშვეობით.
ლანდშაფტზე დომინირებს გიბრალტარის კლდე, რომლის ძირში არის მჭიდროდ დასახლებული ქალაქის ტერიტორია, სადაც 30000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, პირველ რიგში გიბრალტარიელები.