“4, 5 და 6 სექტემბერს უმეტეს რაიონშია მოსალოდნელი წვიმა ელჭექით. დასავლეთის მიმართულების ქარი დაუბერავს, დღეს, მოსალოდნელია ზოგან ძლიერი. დაფიქსირდება ჰაერის ტემპერატურის კლება”,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“ტემპერატურა დაიკლებს +28 გრადუსამდე. 6 და 7 სექტემბერს მოსალოდნელია კვირის განმავლობაში ყველაზე ნაკლები ტემპერატურა დაფიქსირდეს +23 გრადუსი, რაც შეეხება მაღალმთიან რაიონებს, აქ შესაძლოა +15 გრადუსამდე დაიკლოს ჰაერის ტემპერატურამ.
9 სექტემბერს გამოიდარებს. 9 და 10 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურაც მოიმატებს +30 გრადუსამდე”,_ განაცხადა გვაზავამ.
ავტორი