დაპირისპირება გმირთა მემორიალთან – სოხუმის დაცემის 29 წლის თავზე, დღეს აფხაზეთიდან დევნილები ხელისუფლებამ იძულებული გახადა მდუმარე პროტესტი პირდაპირ მემორიალთან გამოეხატათ.
მთავრობისგან მიტოვებული დევნილები ომში დაღუპული გმირების მემორიალთან დღეს იმ იმედით მივიდნენ, რომ ხელისუფლების პირველი პირები მათ იქ მაინც დაელაპარაკებოდნენ და მათ გაუსაძლის ყოფაზე უამბობდნენ, თუმცა ღარიბაშვილის მისვლამდე ერთი საათით ადრე, დევინლები ტერიტორიიდან პოლიცამ ძალით გაიყვანა და ტერიტორია გადაკეტა.
დევნილები აცხადებენ, რომ მთავრობისგან ისინი მივიწყებულები არიან და “ოცნებას” 10 წლის განმავლობაში მათთვის არაფერი გაუკეთებია.
“რა გააკეთეს დევნილებისთვის, 45 ლარს არ მოუმატეს ლარი. 10 წელია არაფერი გაუკეთებიათ. აქ არ უნდა იყოს პოლიცია. 22 წლის ვაჟი იქ რო ჩამიხოცეს და იქ დაღუპულების სახელს რომ არ ახსენებს, ეს რა მთავრობაა. ეს რუსი აქაც შემოიყვანეს, ამ მთავრობას სულ ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი, პირიქით, მობრძანდიო ეუბნებიან და ქართველებს ბინიდან უშვებენ“. – ამბობენ დევნილები.
წყარო: newposts